პროექტის მთავარი იდეა: როგორია ჩემი სოფელი შემოდგომაზე.
პროექტის აქტუალობა: მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას. დააკვირდებიან შემოდგომის ბუნებას და საშემოდგომო სამუშაოებს.
პროექტის მიზნები: შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვება და წელიწადის სხვა დროებთან შედარება.
მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.
ვადები/ ხანგლძლივობა: 1 კვირა.
საჭირო ძირითადი რესურსი: ფერადი ქაღალდები, მუყაო , ფანქრები, ჩალის ღერები, მაკრატელი, წებო, კომპიუტერი, დისკი, ინტერნეტი.
მოსალოდნელი შედეგი: დააკვირდებიან ბუნების სახეცვლილებას, საშემოდგომო სამუშაოებს. განუმტკიცდებათ ცოდნა წელიწადის ამ დროზე.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა I –თემის გაცნობა
აქტივობა I I - პროექტის გეგმის შემუშავება
აქტივობა III - სხვადასხვა ხილისა შემოდგომის ფოთლების შეგროვება.
ფერადი ქაღალდებისაგან და ბუნებრივი მასალისაგან აპლიკაციის დამზადება.
ისმება კითხვები:
- რომელი ფერები სჭარბობს შემოდგომაზე?
- სად გაფრინდნენ ჩიტები და რატომ?
- რით განსხვავდება შემოდგომა წელიწადის სხვა დროებისაგან?
- წელიწადის რომელი დრო მოსდევს შემოდგომას?
ვიყენებ კომპიუტერს. ვაჩვენებ შემოდგომის ამსახველ სურათებს.
აქტივობა IV - მზადება შემოდგომის გაცილებისათვის. ჩურჩხელების მომზადება თათარაში ამოსავლებლად. სხვადასხვა ხილის შეგროვება და საკლასო ოთახის მორთვა.
აქტივობა V- შემოდგომის გაცილების ზეიმის მოწყობა.
აქტივობა VI - ექსკურსია ბუნებაში. ნაცნობი ადგილების მონახულება.
აქტივობა VII - ბუნებაში გასეირნების შემდეგ ერთმანეთისათვის შთაბეჭდილების გაზიარება.
ჩანახატების გაკეთება.
საგანთან კავშირი: ქართული, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: ცირა თავაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: tsiratavadze@gmail.com