სასწავლო პროექტი

შემოდგომა



პროექტის მთავარი იდეა: როგორია ჩემი სოფელი შემოდგომაზე.

პროექტის აქტუალობა: მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას. დააკვირდებიან შემოდგომის ბუნებას და საშემოდგომო სამუშაოებს.

პროექტის მიზნები: შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვება და წელიწადის სხვა დროებთან შედარება.


მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.

ვადები/ ხანგლძლივობა: 1 კვირა.

საჭირო ძირითადი რესურსი: ფერადი ქაღალდები, მუყაო , ფანქრები, ჩალის ღერები, მაკრატელი, წებო, კომპიუტერი, დისკი, ინტერნეტი.

მოსალოდნელი შედეგი: დააკვირდებიან ბუნების სახეცვლილებას, საშემოდგომო სამუშაოებს. განუმტკიცდებათ ცოდნა წელიწადის ამ დროზე.


პროექტის მსვლელობა:
აქტივობა I –თემის გაცნობა
აქტივობა I I - პროექტის გეგმის შემუშავება
აქტივობა III - სხვადასხვა ხილისა შემოდგომის ფოთლების შეგროვება.
 ფერადი ქაღალდებისაგან და ბუნებრივი მასალისაგან აპლიკაციის დამზადება.
 ისმება კითხვები:
  1. რომელი ფერები სჭარბობს შემოდგომაზე?
  2. სად გაფრინდნენ ჩიტები და რატომ?
  3. რით განსხვავდება შემოდგომა წელიწადის სხვა დროებისაგან?
  4. წელიწადის რომელი დრო მოსდევს შემოდგომას?


 ვიყენებ კომპიუტერს. ვაჩვენებ შემოდგომის ამსახველ სურათებს.
გამოვიყენებ ვიდეო მასალას.



აქტივობა IV - მზადება შემოდგომის გაცილებისათვის. ჩურჩხელების მომზადება თათარაში ამოსავლებლად.  სხვადასხვა ხილის შეგროვება და საკლასო ოთახის მორთვა.
აქტივობა  V- შემოდგომის გაცილების ზეიმის მოწყობა.
აქტივობა VI - ექსკურსია ბუნებაში. ნაცნობი ადგილების მონახულება.
აქტივობა VII - ბუნებაში გასეირნების შემდეგ ერთმანეთისათვის შთაბეჭდილების გაზიარება.
ჩანახატების გაკეთება.

საგანთან კავშირი: ქართული, ხელოვნება.


პროექტის ხელმძღვანელი: ცირა თავაძე.

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: tsiratavadze@gmail.com